EN
ბუტიკ სასტუმრო ბორჯომში
რივენდელი
ხშირად დასმული შეკითხვები
მდებარეობა

როგორ მოვხვდე რივენდელში თბილისიდან?

მანქანით (მიყევით გუგლის რუკას) ან სამარშრუტო ტაქსით (დიდუბის ავტოსადგური - გადის ყოველ ნახევარ საათში, საღამოს 7 საათამდე. (ღამით სამარშრუტო ტაქსები არ დადიან). სამარშრუტო ტაქსით მომავლები უნდა ჩამოვიდნენ ბორჯომში შესვლამდე ვისოლის ბენზინგასამართ სადგურთან, გადაიარონ სოფელ ყვიბისში შესასვლელი ხიდი და გაყვნენ სასტუმროსკენ მიმავალ ყვითელ ნიშნებს. ამ მანძილის დაფარვას 10 წუთზე მეტი არ უნდა დაჭირდეს.

როგორ მოვხვდე რივენდელში ქუთაისიდან?

მანქანით (მიყევით გუგლის რუკას) ან სამარშრუტო ტაქსით (ქუთაისის ავტოსადგურიდან ცოტა დადის). მესამე ვარიანტია სამარშრუტო ტაქსით ხაშურის ცენტრამდე მისვლა (დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი თითქმის ყველა ტრანსპორტი ხაშურს გაივლის) და შემდეგ კიდევ ერთი სამარშრუტო ტაქსით ან ტაქსით ბორჯომამდე წასვლა.

სამარშრუტო ტაქსით მომავლები უნდა ჩამოვიდნენ ბორჯომში შესვლამდე ვისოლის ბენზინგასამართ სადურთან, გადაიარონ სოფელ ყვიბისში შესასვლელი ხიდი და გაყვნენ სასტუმროსკენ მიმავალ ყვითელ ნიშნებს. ამ მანძილის დაფარვას 10 წუთზე მეტი არ უნდა დაჭირდეს.

რამდენი ხანი უნდა რივენდელიდან ბორჯომის ცენტრამდე მისვლას?

მანქანით 10 წუთამდე. შეგიძლიათ წახვიდეთ ტაქსით (5-6 ლარად, სასტუმროს შეუძლია ამის ორგანიზება) ან ბორჯომის ავტობუსით (50 თეთრად), რომელიც დილის 7.55-დან (სოფელ ყვიბისის ცენტრიდან, რომელიც სასტუმროდან 5 წუთის სავალზეა) საღამოს 8.15-მდე (ბორჯომის ცენტრიდან) დადის, ყოველ ნახევარ საათში. სოფლის რუკა იხილეთ ზემოთ.


უზრუნველყოფს თუ არა რივენდელი აეროპორტიდან ტრანსფერს?

დიახ, დამატებითი საფასურის სანაცვლოდ. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ან გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტა.


მომსახურება და პოლიტიკა
რა ძირითად მომსახურებებს სთავაზობს რივენდელი სტუმრებს?

გვაქვს უფასო ინტერნეტი, ოთახის ყოველდღიური დალაგება, უფასო ავტოსადგომი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ორგანული ბაღი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ოთახები.

შეიძლება თუ არა რივენდელში შინაური ცხოველების მოყვანა?

დიახ, უფასოდ.

მომიწევს თუ არა ბავშვის დარჩენაში დამატებითი საფასურის გადახდა?

გააჩნია. 5 წლამდე ბავშვების დატოვება უფასოდ შეიძლება. 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებზე ვრცელდება იგივე ფასები, რაც მოზრდილებზე.

აქვს თუ არა რივენდელს ავტოსადგომი?

დიახ, ქუჩაში გვაქვს უფასო ავტოსადგომი. წინასწარ ადგილის დაჯავშნა საჭირო არ არის.სასტუმროს ეზოში მანქანის შემოყვანა აკრძალულია.

რა არის check in-ის წესები?

Check in ხდება დღის 3 საათიდან საღამოს 10 საათამდე. სასტუმროს არ ყავს 24 საათიანი ადმინისტრაცია, ამიტომ ადრე ან გვიან check in-ის შესახებ წინასწარ უნდა შეგვატყობინოთ.

როდისაა check out?

Check out დილის 11 საათამდეა. გვიანი check out ოთახის დაკავებულობაზეა დამოკიდებული და ეს ადმინისტრაციასთან წინასწარ უნდა შეათანხმოთ.

უნდა გადავიხადო თუ არა წინასწარ და რა გზით შემიძლია გადახდა?

სასტუმროში საფასურის გადახდა ხდება check in-ის დროს . გვაქვს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო (მხოლოდ ვიზა და მასტერქარდი) ანგარიშსწორება.
კვება და სასმელი
საუზმე ოთახის საფასურში შედის?

დიახ, ოთახის საფასურში შედის კონტინენტური საუზმე.

ოთახის საფასურში გადასახადებიც შედის?

დიახ, ოთახის საფასურში შედის ყველა გადასახადი.

სად შეიძლება ქართული კერძებისა და სასმელის მირთმევა ბორჯომში?

რივენდელი გთავაზობთ სხვადასხვა სახის ქართულ კერძებსა და ოჯახში დამზადებულ ღვინოს. სრული მენიუ იხილეთ აქ. სურვილის შემთხვევაში check in-ის დროს შეგვიძლია რეკომენდაცია გაგიწიოთ სხვა ადგილებზეც.

შეუძლია თუ არა რივენდელს სპეციალური კვებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (ვეგანური, ვეგეტარიანული, ჰალალი, გლუტენის გარეშე)?

რივენდელის ბარის და ასევე საუზმის მენიუში შედის ვეგეტარიანული და ვეგანური კერძებიც. ასევე გთავაზობთ გლუტენის გარეშე დამზადებულ საკვებს (უნდა მოითხოვოთ წინასწარ). ამ ეტაპზე ჰალალ საკვები არ გვაქვს.

აქტივობები
რა აქტივობებით შემიძლია დავკავდე რივენდელის სასტუმროს ტერიტორიაზე?

რივენდელის ტერიტორიაზე გვაქვს მინი ღია კინოთეატრი, რამდენიმე ენოვანი ბიბლიოთეკა, სამაგიდო თამაშები, ველოსიპედის გაქირავება და სტუმართმოყვარე მასპინძლები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან შემოგთავაზონ სასმელი და საინტერესო დიალოგი.

სასტუმროს ტერიტორიის გარეთ რა აქტივობების ორგანიზებაში შეუძლია რივენდელს დახმარება?

მოთხოვნისამებრ შეგვიძლია თქვენთვის გავაკეთოთ რაფტინგის, ცხენით გასეირნების და სხვადასხვა ტურების ორგანიზება.

სად შეიძლება რეგიონში მოსანახულებელ ადგილებზე მეტი ინფორმაციის მოპოვება?

თქვენს შეკითხვებს სიამოვნებით ვუპასუხებთ პირადად. სამცხე-ჯავახეთის რეგიონსში საინტერესო აქტივობებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენ ბლოგს.
მისამართი:
ჩარხისწყალი-ყვიბისი,
1209 ბორჯომი, საქართველო.
ტელ: +995 599 925 295
Tilda Publishing
© 2019 Rivendell Boutique Hotel Borjomi. All rights reserved.
გამოიწერეთ სიახლეები
Rivendell
Boutique Hotel
მის: ჩარხისწყალი-ყვიბისი, 1209 ბორჯომი, საქართველო

ტელ: +995 599 925 295
ელფოსტა: info@rivendell.ge
დაჯავშნა
მოზრდილი
ბავშვი